თამარ ჩუგოშვილი: შალვა შავგულიძე იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი უპრინციპო პოლიტიკოსია. ჩუგოშვილის განცხადებით, მათი ოპონენტი შალვა შავგულიძე სწორედ იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული.
„სჯობს, ბოკერიამ თავის კანდიდატზე ისაუბროს. ჩვენი ოპონენტი იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული. ვინ ვისთან არის და ვინ ვისი სახელით იყრის კენჭს, ასე თუ ვსაუბრობთ, მაშინ, პირველ ყოვლისა, მათ კანდიდატებთან არის კითხვები“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის, გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ ლადო კახაძე უპრინციპო პოლიტიკოსის მაგალითია. მისი თქმით, ლადო კახაძემ ყველა პარტია მოიარა, პარტიებს იცვლიდა არა შეხედულებებით, არამედ იმის მიხედვით, ვინც ძალაუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები