ჟან-კლოდ იუნკერი: უკვე დავიღალე “ბრექსითის” ვადების მუდმივი გადაწევით

​ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ტელეარხ CNN-ის ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკვე დაიღალა “ბრექსითის” ვადების მუდმივი გადაწევით დიდი ბრიტანეთისთვის.
იუნკერის თქმით, ის თანახმა იქნებოდა, თუკი ლონდონი განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მომხრე იქნება.
მისი განმარტებით, ის არაა დარწმუნებული, რომ განმეორებითი რეფერენდუმის შედეგები ძალიან განსხვავებული იქნებოდა პირვანდელისგან. იუნკერის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს ისღა დარჩენიათ, უბრალოდ, თვალ-ყური ადევნონ დიდ ბრიტანეთში “ბრექსითის” განხილვას.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ სურს, კიდევ ერთხელ გადაავადოს მოლაპარაკებაზე შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები