ძლიერი სეტყვა ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ნათესები და ხეხილი გაანადგურა.
ძლიერმა ქარმა – კი ხეები მოგლიჯა.
ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია რომელიც ზარალს დაითვლის და დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.