თეიმურაზ მურღულია ოზურგეთის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიულოცავს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია ოზურგეთში, დღეს, სიორიძის ქუჩაზე მდებარე #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიულოცავს.
როგორც“კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, ოზურგეთის #1 საბავშვო ბაღი 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ბაღი გარემონტდა და კეთილმოეწყო, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თეიმურაზ მურღულია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ტკბილეულსა და წიგნებს გადასცემს.