მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

   თბილისში, პარლამენტთან, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
“თავისუფლების ნიღბის ქვეშ არის მონობა. გვთავაზობენ რძეს, რომელსაც შარდის სუნი ასდის. ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უდანაშაულო ადამიანებში ბოროტებას ნერგავს. შეწყდეს ძალადობრივი პოლიტიკა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა წიქარიშვილმა, რომელიც მარიხუანის ტარება-მოხმარების გამო ბრალდებულია და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საპროტესტო აქციას სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც შეუერთდნენ, მათ შორის აქციაზე შვილთან ერთად მივიდა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
“არცერთ ქვეყანაში მარიხუანას გამო ადამიანები არ ისჯებიან. მივესალმები იმას, რომ ამ საკითხზე ღიად დაიწყო საუბარი. მგონია, რომ დამოკიდებულება შეიცვლება, საუბარია მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე და არა ლეგალიზაციაზე. ადამიანები მარიხუანის გამო ციხეში არ უნდა მიდიოდნენ”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით და ბრალდებულ ბექა წიქარიშვილის მხარდასაჭერად აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები