ირაკლი ღარიბაშვილმა შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა.
ირაკლი ღარიბაშვილს შემოქმედელმა არქიმანდრიტმა, მამა ელიზბარმა უმასპინძლა. მან პრემიერს ტაძარი დაათვალიერებინა და მამათა მონასტრის შესახებაც ესაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა არქიმანდრიტთან საუბრისას კმაყოფილებით აღნიშნა, რომ შემოქმედის ტაძარს უამრავი ადამიანი სტუმრობს და არც უცხოელი დამთვალიერებელი აკლია. მთავრობის მეთაურმა ასევე მოილოცა ფერიცვალების სახელობის ეკლესია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jGaRdrQCS48″ width=”560″ height=”315″]