ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია გაიმართა

    ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართა. საგამოძიებო უწყებასთან შეკრებილი ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დავით თევზაძე კვიციანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ კვიციანი პატიმრობაში დარჩეს, რადგან ის საქართველოში თავად დაბრუნდა და არსად გაქცეულა. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა კვიციანის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სანამ სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, აქციები არ შეწყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები