“ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს იმ პროვოკაციებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს”
მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი – გიორგი შენგელია, საარჩევნო შტაბის უფროსი – ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფიო ქაცარავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მმართველმა პარტიამ საელჩოს წარმომადგენლებს გაერთიანებული ოპოზიციის იმ პროვოკაციულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ბოლო დღეებია, მიმართავს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და არჩევნების დღეს საარჩევნო შტაბის მიერ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს.