ევროკომისიის ხელმძღვანლის პოსტის კანდიდატმა ბრიუსელის პოლიტიკა გააკრიტიკა

0

“ევროპელები დაიღალნენ ბრიუსელის ზედმეტად რთული პოლიტიკისგან მარტივი საკითხების გადაწყვეტის დროს. ზუსტად ამიტომ, ამომრჩევლებს შორის პოპულარობას ევროსკეპტიკოსები და პოპულისტები პოულობენ, რომლებიც პრობლემების მარტივი ხერხით გადაწყვეტას გვთავაზობენ”.

ასეთი განცხადებით გამოვიდა გუშინ ბელგიის დედაქალაქში დებატებზე ევროკომისიის პოსტის კანდიდატი, ევროკომისარი, მარგრეტე ვესტაგერი. არჩევნები ევროპარლამენტში მაისის ბოლოს გაიმართება, რის შემდეგაც ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელი ევროკავშირის სამიტის წინაშე წარდგება კანდიდატურის დასამტკიცებლად.
ვესტაგერის თქმით, ბრიუსელის რიტორიკა ძალიან რთულია აღსაქმელად.

“ჩვენ ორი რამ უნდა გავაკეთოთ – შევთავაზოთ მარტივი პასუხები მიმდინარე საკითხებზე და ვისაუბროთ ყველასთვის გასაგებ ენაზე, თორემ რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი ცდილობს, ყველასგან რაიმე საიდუმლო შეინახოს. ჩვენი ტერმინოლოგია ბევრს აშინებს. უფრო გახსნილები უნდა ვიყოთ და ხარისხიანად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია”,- განაცხადა მარგრეტე ვესტაგერმა.

კომენტარები

კომენტარი