ამერიკის ერთ-ერთ შტატში აბორტის გაკეთება აიკრძალა

ამერიკის შტატ ალაბამას გუბერნატორმა, კეი აივიმ აბორტის აკრძალვის კანონზე ხელის მოწერის შესახებ განაცხადა. მისი თქმით დოკუმენტის ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ დამადასტურებელი საბუთია იმისა, რომ ალამაბას მოსახლეობა ყველა სიცოცხლეს ღმერთის წმინდა საჩუქრად მიიჩნევს. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

აღნიშნული კანონი 99 წლამდე პატიმრობას გულისხმობს იმ ექიმების მიმართ, რომლებიც აბორტს გააკეთებენ.

კანონის თანახმად, ალაბამას მაცხოვრებელი აბორტის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ექიმები დაამტკიცებენ, რომ ბავშვის დაბადება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ქალის სიცოცხლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები