თურქეთის პარლამენტში ტერაქტი აღმოფხვრეს

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პარლამენტში ტერაქტი აღმოფხვრა, რომლის მოწყობასაც ორი ადამიანი ცდილობდა. ისინი დაჯგუფება ” რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტია – ფრონტის” წევრები არმოჩნდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკომუნიკაციო საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ფახრეთინ ალთუნი ავრცელებს.
“ორი ტერორისტის მცდელობა, პარლამენტში მოეხდინათ ტერაქტი – ეს მცდელობაა, მიზანში ამოიღო მთელი ერი. ვულოცავ უსაფრთხოების ძალებს, რომლებმაც აღმოფხვრეს ტერაქტი. ტერორისტების ყველა კავშირს გამოვიკვლევთ და ისინი პასუხს აგებენ. თურქეთი არავითარ შანსს მისცემს არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას”, – განაცხადა ალთუნმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები