თეთრიწყარო-წალკის ტერიტორიაზე ათეულობით საქონელი დაიხოცა

თეთრიწყარო-წალკის ტერიტორიაზე, საქონლის გადასარეკ ტრასაზე, წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემის მასობრივი ფაქტები გამოვლინდა.
როგორც “კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ განუცხადა, ვეტერინარიის სამსახურის წამომადგენლებმა დაცემული საქონლიდან სინჯები აიღეს. ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პირუტყვის სიკვდილის მიზეზი არც ერთი ინფექციური დაავადება არ არის.
“ავედით თეთრწყაროში, ავიღეთ ნიმუშები, ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ. ანალიზმა აჩვენა, რომ პირუტყვის სიკვდილის მიზეზი არც ერთი ინფექციური დაავადება არ არის. ბოლო დღეები ტერიტორიაზე სეტყვა და ქარიშხალია, დაეცა ტემპერატურაც, საქონელმა კი სიცივეს ვერ გაუძლო და გადარეკვის პროცესში იხოცებოდა. ათეულობით ცხვარი და ძროხაა დახოცილი. ჩვენი სამსახური დახოცილი პირუტყვის დაფლვის პროცესს ზედამხედველობას უწევს“,-განუცხადა “კვირას“ დემნა ხელაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები