სანდრა რულოვსი მაჩალიკაშვილის აუდიოჩანაწერზე: ჩემთვის ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია

ჩემთვის ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა ელისაბედ რულოვსი, გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარია ჩაწერილი. საუბრიდან ირკვევა, რომ მაჩალიკაშვილი სუს-ის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის “განადგურებას” მისი მამის საფლავზე აპირებდა. სუს-მა აღნიშნულ საქმეს ტერორიზმის კვალიფიკაცია მიანიჭა.

„ძალიან საცოდავ დღეშია და ძნელია მაჩალიკაშვილზე საუბარი. იმიტომ, რომ რაც მოხდა 2017 წლის დეკემბერში, როგორი უსამართლობა მოხდა და მაჩალიკაშვილმა დაშინების მიუხედავად, ვაჟკაცური პოზიცია დაიკავა. ახლა კი რაღაცას უგონებენ. მე სუს-ის გავრცელებული არაფრის მჯერა, ასეთი ბინძური მეთოდები დღევანდელი არ არის. ყველამ იცის, რა მოხდა, როგორ მოხდა. გახარიას უწყება და ზოგადად სამთავრობო პოზიცია არის მიუღებელი. ჩემთვის ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია. პოლიტიკურ ოპონენტებზეა საუბარი, ჩვენ ერთობლივი მტერი გვყავს – ეს მთავრობა და მე მის გვერდით ვდგავარ. დასანანია ის, რაც გუშინ მოხდა და რა დღეში ჩავარდა მთელი მისი ოჯახი. როგორი დაცინვა და დამცირება იყო მთელი ხეობის და ოჯახის, ვწუხვარ და სიმტკიცეს ვუსურვებ”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილთან, მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილთან ერთად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის “განადგურებას” მისი მამის საფლავზე აპირებდა.

როგორც სუს-ის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, მალხაზ მაჩალიკაშვილს “ესენი” პოლიტიკურად უნდა გაენადგურებინა, ხოლო მის ძმისშვილს “მეორე გზისთვის” უნდა მიეხედა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები