პეტრას ციხეზე ქალაქური სიმღერების საღამო გაიმართა

პეტრას ციხეზე ანსამბლ „ბათუმისა” და „ქართული ხმების” მონაწილეობით ქალაქური სიმღერების საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო.

“ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის — „მუსიკალური ბათუმი 2025”-ის ფარგლებში ჩატარდა.

გალა კონცერტზე ყველა თაობისთვის კარგად ნაცნობი პოლიფონიური და პოპულარული ქართული სიმღერები შესრულდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები