ისრაელი გაერო-ს შიმშილის მონიტორინგის ანგარიშის გაუქმებას ითხოვს
ისრაელი გაერო-ს მიერ მხარდაჭერილ შიმშილის მონიტორინგის ჯგუფს (IPC) მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ანგარიში, რომელშიც ღაზის გარკვეულ რაიონებში შიმშილის ნიშნებია აღწერილი.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტი „პოლიტიზებული“ იყო, ხოლო მისი მეთოდოლოგია „მონაცემების სელექციურ გამოყენებას“ ეფუძნებოდა.
უწყების შეფასებით, IPC-მ მხოლოდ მონაცემების ნაწილი გაითვალისწინა, რის გამოც ანგარიშში შიმშილის ზღვრის გადაჭარბებული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
IPC-ის შეფასებით, ღაზაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უკვე შიმშილის პირობებში ცხოვრობს და სექტემბრისთვის ეს რიცხვი შესაძლოა 640 ათასამდე გაიზარდოს. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დოკუმენტი საერთაშორისო „ოქროს სტანდარტით“ არის მომზადებული და მის უკან გაწვევას არ აპირებს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ღაზაში არსებული შიმშილი „ადამიანის მიერ გამოწვეულ კრიზისად“ შეაფასა და ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი დაშვებისკენ მოუწოდა.