მარტა კოსი: კიევზე იერიში ნათელი ნიშანია, რომ რუსეთი მშვიდობაზე უარს ამბობს

კიევზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა არის ნათელი ნიშანი, რომ კრემლი უარს ამბობს მშვიდობაზე და ირჩევს ტერორს,— ამის შესახებ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

კოსი სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ამ აგრესიის შედეგად დაზარალდა.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობას, უკრაინას მხარდაჭერა გაუგრძელოს.

„ევროკავშირის დელეგაციის შენობა კიევში დაზიანდა სამოქალაქო რაიონებზე რუსეთის დღევანდელი დარტყმების შედეგად. მე მკაცრად ვგმობ ამ სასტიკ თავდასხმას, რაც არის ნათელი ნიშანი, რომ რუსეთი უარს ამბობს მშვიდობაზე და ირჩევს ტერორს. ჩვენი სრული სოლიდარობა ევროკავშირის თანამშრომლებს, მათ ოჯახებს და ყველა უკრაინელს, ვინც ამ აგრესიის შედეგად დაზარალდა“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები