“ყველაზე მეტად გოგაშვილის მამის საფლავი გვჭირდება” – სუს-ი მაჩალიკაშვილების აუდიოჩანაწერს აქვეყნებს (ვიდეო)

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილთან, მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილთან ერთად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის “განადგურებას” მისი მამის საფლავზე აპირებდა.

როგორც სუს-ის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, მალხაზ მაჩალიკაშვილს “ესენი” პოლიტიკურად უნდა გაენადგურებინა, ხოლო მის ძმისშვილს “მეორე გზისთვის” უნდა მიეხედა.

“კრიმინალებიცა და ჯოგიც მე დამდევენ. ნებისმიერ ადგილზე, იქ დანის დარტყმა ხდება, იქ იარაღის სროლა ხდება, იქ სხვა ხდება. იქ თუ რაღაც მოხდა, დაჭერა ხდება. სულ პირველად, ჩვენი მხარის ხალხი შენ გიკითხავს, ჰუსეინი სად არისო. თუ ასეთი რამე მოხდა, შენ სადმე იქნები წასული, შენ ხალხისგან გაიგებ მაგას. მაგ მომენტში პირველს შენ დაგირეკავენ, შენ მოგიწევს თქმა, მანდ არ ვარ, მე სხვაგან ვარო; ამიტომ ეს მისვლა-მოსვლა მოაშორე. არავინ აღარ მომიგზავნო, ჰუსეინი ჩვენთან ერთად იქ გამოუშვიო. არსად სიარული არ არის შენი საქმე. თუ სადმე წასვლა მოგიწევს, მე გეტყვი, ჰუსეინ, შენ დღეს იქ უნდა წახვიდე-მეთქი, იქ უნდა იარო, აქ უნდა იარო. ეგ აზრები “ვაფშე” თავიდან მოიშორე.
შენს თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის, რომ გოგაშვილზე უნდა იმუშაო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს, მაგაზე იმუშავე. სადმე წასვლა თუ მოგიწევს, მითხარი – ბიძა, მე აქ უნდა წავიდე და ფული მჭირდება-თქო. აი, ეგ არის შენი სამუშაო. სხვა დანარჩენი ყველაფერი თავიდან მოიშორე. არავის დარდი და არაფერი გქონდეს. ერთი კაცია, ვისზეც შენ უნდა იმუშაო. სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის.
სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე, მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო. შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი, ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დადო და უნდა ვიცოდეთ. ყველაზე მეტად ჩვენ ეგ ადგილი გვჭირდება. მაგაზე იმუშავე შენ, სხვის საქმეზე აეროპორტში, საავადმყოფოებსა და სხვის საქმეებში სიარული არ არის შენი საქმე. შენ შენი საქმე გააკეთე. მე აქ პოლიტიკურად ვცდილობ, ესენი გავანადგურო. ჩვენს გვერდით დამდგომი არავინ გვყავს, გარდა ჩვენ ორისა. არავის ადარდებს და არც დაინტერესდებიან, მე ვარ და შენ ხარ, მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია, არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი, ეგ გვჭირდება მე და შენ. ჩვენც იქ, იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ სხვა დანარჩენი მოაშორე. არც შენი აეროპორტში სიარული მჭირდება და არც შენი საავადმყოფოებში სიარული, ანზორიც რომ იწვეს მანდ. თუ საჭირო იქნება…
მე აქ ვცდილობ, ესენი პოლიტიკურად გავანადგურო, მეორე გზას შენ უნდა მიხედო. წასასვლელი და მოსასვლელი ფული არ მაქვსო, მაგის გამო არ უნდა გაჩერდე. მე არ უნდა მომერიდო არასოდეს. ბიძა, მე აქ მივდივარ, მე ფული მჭირდება, “ვსიო”, მორჩა, შენ მაგ მიმართულებით მუშაობ, მე ამ მიმართულებით ვმუშაობ. აქ როცა ხარ, მაშინაც ერთი წუთით გვერდიდან არ მომშორდე. რაღაც რომ მოხდეს, პირველად ჰუსეინს დაურეკავენ, ჰუსეინ-ო. შენ ეტყვი, მე იქ არ ვარ და არ ვიციო, ეგ სირცხვილია, ეგ არ არის სწორი. ნახევარი საქართველო მე და შენ ჭკუა დარიგებას გვეკითხება, მე და შენ არ გვაქვს უფლება, შეცდომა დავუშვათ. არავის ნდობა შეიძლება, მე და შენ ვისაც უნდა ვენდოთ, ის ერთი კაცი, რუსლანი არის. რუსლანს რომ გაცდება, მეტი არავის ნდობა შეიძლება. ერთადერთი, რამზანი რომ არის? მაგის ნდობაც შეიძლება, მეტი დანარჩენი “ვსიო”, და, ძმა, ნათესავი, მოგვარე, არავის ნდობა შეიძლება. ერთი, ვისაც უნდა ვენდოთ, რუსლანია და მეორე ის ბიჭი, რამზანი. იქ მორჩა, “ვსიო”, დანარჩენი არცერთი ადამიანი არის სანდო, არც ერთი! სადაც მიდიხარ და მოდიხარ, ის ადგილი არავის უნდა უთხრა, არავისთვის არის საჭირო თქმა. წეღან როგორც გითხარი, პირველად, იმ სოფელში ხარ წასასვლელი. საღამოს წახვალ და ტაქსის ნახავ. ტაქსიში ჩაჯდები, სანამ იმ ადგილზე არ ჩახვალ, არავის ეუბნები, რომ წითელწყაროში მიდიხარ. იმ ადგილს სანამ გაცდები, აქ საქმე მაქვსო, ეტყვი და იქ აუხვევ. რომ აუხვევ, სანამ ადგილზე მიხვალ ჩამოდიხარ და იმ მანქანას უშვებ იქედან, წითელწყარომდე რა ფასიც უთხარი, მისცემ და გაუშვებ. შედი იქ, იმ ეზოში, ერთი წელია გასული. წეღან
რა სახელიც გითხარი, გოგაშვილი, მაგის ადგილი ნახე, ეგ სად არის დაკრძალული. სად რა შეიძლება, ყველაფერი მე არ უნდა გასწავლო, უკვე აღარ ხარ პატარა. იმ ადგილის მეტი სხვა შანსი არ არის. იქ რომ მოვლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი. ეგენი ყოველ წელს იქ მიდიან. სურათსა და ყველაფერს რომ მოიტან, მერე თვითონ დავსახავ გეგმას. დღეს საღამოს იმ ადგილას წახვალ. იქ მარტო არ უნდა წახვიდე, შენთვის ყველაზე სანდო, მე არ ვიცი ვის ენდობი, შენ რამდენად სანდო ხალხი გყავს გვერდით. ვისაც ენდობი, ერთი კაცი წაიყვანე, დღეს საღამოს იქ წადი და ღამით დარჩი. თუ ვინმე შეგხვდა და გითხრა – რას დადიხარ აქო, აქ ერთი ქისტი არის დაკრძალული-ო, ეტყვი, სანახავად მოვედი, მართალია თუ არა-თქო. ტელეფონში არაფერი დატოვო, ყოველთვის სუფთა უნდა იყოს ტელეფონი, ყოველთვის!
მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილი. მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილი
-რომელ ადგილზე უნდა წავიდე?
მალხაზ მაჩალიკაშვილი
-ზემო მაჩხაანი”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები