ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩად დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩად დანიშნა. ამის შესახებ თავად ზელენსკიმ განაცხადა.
„ახლახან ვესაუბრე ოლგა სტეფანიშინას, უკრაინის ახალ ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფორმალური პროცედურები დასრულებულია – დღეს ხელი მოვაწერე ელჩის დანიშვნის ბრძანებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მან უკვე განსაზღვრა საკვანძო ამოცანები საელჩოს საქმიანობის განახლებისთვის.