“აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდა რევოლუციური სცენარის რეალიზაციისთვის” – ირაკლი ზარქუა

“აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იხარჯებოდა რევოლუციური სცენარის რეალიზაციისთვის, იმისთვის – რომ ძალადობისთვის ეკიპირება შეეძინათ აქციის მონაწილეებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა აცხადებს.

ის 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.

„აღმოჩნდა, რომ ის ფინანსები, რითაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] – შშმ პირების დახმარებისთვის, უფლებების დაცვისთვის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარებისათვის, არცერთი ამ მიმართულებით, რაც თვითონვე ეწერათ თავის წესდებაში არ იხარჯებოდა. იხარჯებოდა რევოლუციური სცენარის რეალიზაციისთვის, იმისთვის, რომ ძალადობისთვის ეკიპირება შეეძინათ ამ აქციის მონაწილეებისთვის. ბუნებრივია, ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და რეაგირება ექნებოდა. პირველ ეტაპზე ეს არის ანგარიშების დაყადაღება, შემდეგ ალბათ გამოძიება გაგრძელდება”, – განმარტავს ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები