ძლიერმა სეტყვამ სიღნაღისა და გურჯაანის რაიონები დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში 4 სოფელი დააზარალა. სტიქიამ რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი, ნათესები, საზამთროსა და ნესვის ბაღები გაანადგურა. დაიტბორა სასოფლო – სამეურნეო მიწებიც. თითო სოფელში ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მათი დიდი ნაწილი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში უსახსროდ დარჩა, რადგან მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყარო მოსავალია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ ბანკიდან აღებული აგროკრედიტის გადახდას. ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაითვლის.