საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება
დღეიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. როგორც ბიუროში განმარტავენ, ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიაზე 30-31 მაისს 33-38 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 25-30 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. თუმცა 1 ივნისიდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ კლებას დაიწყებს და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 27-28 გრადუსი იქნება.
„ივნისის დასაწყისში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 27-28 გრადუსი იქნება. 1-4 ივნისს მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი, ხოლო საღამოს და ღამის საათებში ზოგგან დროგამოშვებით იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. არამდგრადი ამინდი 6 ივნისამდე შენარჩუნდება“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.