მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია
მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგენილია – ამის შესახებ „კვირას“ სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებისათან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ განუცხადა. მისი თქმით, საბურთალოს ხაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში ძაბვის ვარდნის გამო გათიშული იყო. „ძაბვის ვარდნის გამო მეტრო რამდენიმე საათით გაითიშა, მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგენილია და საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.