დავით ნარმანია გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა. დავით ნარმანიამ, მურთაზ შელიასა და ქეთი ჯოხაძესთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
გლდანისა და მუხიანის მცხოვრებლები სანიაღვრე სისტემისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. უბნებში მოსაწესრიგებელია სკვერები და მოედნები. ძლიერი წვიმის დროს წყალი სარდაფებში ჩადის, რის გამოც საცხოვრებელი სახლები ზიანდება.