უპრეცედენტო შემთხვევა 200 წლის მანძილზე – იაპონიის იმპერატორი ტახტზე უარს ამბობს
იაპონიის იმპერატორი, აკიჰიტო ტახტზე უარს ამბობს. ეს 200 წლის მანძილზე პირველი უპრეცედენტო შემთხვევაა იაპონიაში. ოფიციალური ცერემონია დღეს, რამდენიმე დახურული რიტუალით, საიმპერატორო სასახლეში დაიწყო.
85 წლის იმპერატორმა ოფიციალური ნებართვა მიიღო ტახტზე უარის თქმისთვის მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ აღარ შეუძლია ამ როლის შესრულება ასაკიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე. იმპერატორი იაპონიაში არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას, მაგრამ, კონსტიტუციის თანახმად, ის ერის ერთიანობის სიმბოლოა.