ჰავაიზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

კუნძულ ოაჰუზე, შტატ ჰავაიზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის ტელეარხი CNN-ი იუწყება.
მათი ცნობით, ტურისტული ვერტმფრენი RobinsonR44 დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. დაღუპულია სამი, ვინც ბორტზე იმყოფებოდა – მფრინავი და ორი მგზავრი. მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები