ჩინეთში კანადის მოქალაქეს სიკვდილით დასჯიან
ჩინეთში ქალაქ ცზიანმენის სასამართლომ კანადის მოქალაქეს, ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით, უმაღლესი ზომის სასჯელი – სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
მსჯავრდებული ფან ვეი მონაწილობას იღებდა აკრძალული ფსიქოტროპული პრეპარატების გაყიდვაში. მასთან ერთად კიდევ 10 თანამზრახველია დაკავებული, მათ შორის ამერიკის მოქალაქეა და კიდევ 4-ს მექსიკის პასპორტი აქვს.