დავით სერგეენკო – ვირუსული მენინგიტის შემთხვევებმა დიდ ქალაქებში იკლო
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დიდ ქალაქებში ვირუსული მენინგიტის შემთხვევებმა იკლო, ხოლო რეგიონებში კლების ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება. მისივე ინფორმაციით, 400 ინფიცირებულიდან 200 უკვე სახლში გაწერეს.
„შემთხვევების კლება უკვე გამოკვეთილია. ქუთაისში, ასევე ბათუმშიც, უკვე გამოიკვეთა კლების ტენდენციები. რაიონებში ჯერჯერობით კლების ტენდენცია არ არის, თუმცა მცირდება ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, დაწყებითი კლასის მოსწავლეების სწავლის გაგრძელების საკითხი ვითარების სრულად გაცნობის შემდეგ გადაწყდება.