გიორგი შენგელია: ოპონენტებთან მიმართებით დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ

0

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, გიორგი შენგელია  ფაიფურსა და რუხში დევნილებს შეხვდა, სადაც საჭიროებებსა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

„რუხში მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს და უახლოეს მომავალში ისინი ივლიან კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში. ასევე, იხსნება მრავალპროფილური საავადმყოფო, რომლის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, რის შემდეგაც მოხდება მისი აღჭურვა და სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ რუხში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა, ასევე, ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობასთან, რომლებსაც ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

„ჩვენ, ასევე, შევხვდით ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობას. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც მათ დიდი ხანია, აწუხებთ. წარვუდგინეთ ის გეგმები და პრიორიტეტები, რასაც ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ოპონენტებთან მიმართებით დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ. ცენტრალური ხელისუფლების თანადგომით, მუნიციპალიტეტის კეთილმოსაწყობად შეგვიძლია, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი