“თქვენ ხართ ნარკომანი და კრიმინალი” – სააკაშვილმა ახალაიას თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

“თქვენ ხართ ნარკომანი, კრიმინალი და უსაქმური. გაიპარსე, ცოტა მოწესრიგდი და მერე დამელაპარაკე. არ ინერვიულოთ თქვენ….ცოტა უფრო დავარცხნილი ხალხი გამოუშვან ხოლმე, რა ყველა ერთი სახით არის, გეგონება, ყველა ერთი ყალიბიდან არის ჩამოსხმული”, – ამ სიტყვებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს მიმართა. მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში დევნილებს სკაიპის საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც მედიის წარმომადგენელმა, მალხაზ ბასილაიამ კითხვის დასმა ითხოვა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
ექსპრეზიდენტმა ბასილაიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის  მიყენების შემდეგ, შეკრებილ მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ  ზუგდიდში, შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში, ყველა  ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტს მედიას ჩამოაშორებენ.

შეხვედრის შემდეგ  კამათი სააკაშვილის მხარდამჭერებსა  და მალხაზ ბასილაიას შორის გაგრძელდა.  სკაიპ-ჩართვის ორგანიზატორმა, ორგანიზაცია “ერთად სახლში”-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტს განუმარტა, რომ  მედიის კითხვები მის  მიერ ორგანიზებული შეხვედრისთვის შეუსაბამო იყო.

“როდესაც მოდიხარ და ახალაიებზე, რომელიც ყველასთვის ტკივილია, არამარტო თქვენთვის, შეიძლება მიშასთვისაც ტკივილია, ამ თემაზე კითხვას სვამ, არასწორია. ეს ჩემი ღონისძიების თემა არ არის…”, – განაცხადა  სააკაშვილის მხარდამჭერმა.

“კვირასთან” ინტერვიუში მალხაზ ბასილაიამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის შეურაცხყოფა მან მუქარად მიიღო:

“მე მინდოდა კითხვის დასმა.  კითხვა მდგომარეობდა შემდეგში – თვლიდა თუ არა ის ახალაიებს გმირებად, თუ – ჩვეულებრივ  დამნაშავეებად.  ამ დროს, მისი მხარდამჭერები ფიზიკურად შემეხნენ. არ მომცეს კითხვის დასმის შესაძლებლობა და ალბათ, თქვენც ნახეთ, როგორ გამწარდა სააკაშვილი, როგორ მომმართა… აბსოლუტურად ყველა ბინძური სიტყვა მიწოდა. მე პირადად ეს მივიღე მუქარად. დავრწმუნდი, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ  ექსპრეზიდენტი  დღესაც იგივენაირად ნეგატიურად არის  განწყობილი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები