კიმ ჩენ ინმა და პუტინმა ხმლები გაცვალეს – რითი დაასაჩუქრეს ერთმანეთი ლიდერებმა

0

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დღეს შეხვედრისას კორეული ხმალი აჩუქა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Россия-24-ი იუწყება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებით, ეს ხმალი – “ასახავს ძალას, ასახავს სულს ჩემი და ჩემი ხალხისა, რომელიც მხარს გიჭერთ”.
პუტინმა მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს და საპასუხოდ საგზაო ჩაის სერვისი და ხმალი აჩუქა. ტრადიციის თანახმად, საჩუქრად იარაღის მიღების შემდეგ ლიდერებმა მონეტებიც გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი