თინა ხიდაშელი: როცა პანკისში ჩავედით და კამპანია დავიწყეთ, ორი მინისტრის გარდა, ვერც ერთი ავიყოლიე, გიჟად მთვლიდნენ

0

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შესაბამისი შინაარსის პოსტს ის ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს. “აბსოლუტურად, სრულად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე, სოლიდარული ვარ პანკისელების!შეცდომაა, როდესაც ამბის მოყოლა იწყება იქიდან, რომ ქვები ესროლეს, ტექნიკა დაწვეს. აბა რა უნდა ექნათ? ხელისუფლება იმისთვის არ არსებობს, რომ მუდამ მდევრის როლში იყოს, მუდამ რეაგირებდეს, ვერასოდეს გეგმავდეს, ორი ნაბიჯით წინ ვერ იხედებოდეს. ქვების სროლა, გაწევ-გამოწევა… შედეგია ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლის უუნარობისა, ერთი ციცქნა ქვეყნის კიდევ უფრო ერთი ციცქნა ხეობა მუდამ აფეთქების ზღვარზე არ ამყოფოს. შევარდნაძეს, სააკაშვილს, ივანიშვილს – ყველას რიგრიგობით, მრავალჯერადად და მუდმივად უფეთქდებათ პანკისი. ეს მორალისტობა – აბა რა ქნან, ქვას თავი შეუშვირონ, უადგილო და უსაგნოა. დიახ, უკვე შეშვერილი აქვთ ამ ქვისთვის თავი, კარგა ხანია, დღეს უბრალოდ, ვიზუალიზაცია მოხდა ამის. როცა ჩვენ პანკისში ჩავედით და “ერთად მოვუაროთ, ერთად ვუშველოთ ჩვენს საერთო სამშობლოს”- კამპანია დავიწყეთ, ორი მინისტრის გარდა, ვერც ერთი ავიყოლიე, გიჟად მთვლიდნენ, აქ კი სრული გმობის კამპანია მომიწყვეს. სანამ იქ ვიყავით, კიდევ ვაკავებდით.
მერე ჩვენ რომ აღარ ვიყავით, ყველაფერი ძველების მაგალითზე გააგრძელეს – სპეცოპერაციებით, სადამსჯელო მანქანით, სპეცრაზმებით თამაში. სანამ მინისტრს ეგონება, რომ ჰესის გამო ესვრიან ქვას, არაფერი ეშველება ამ პრობლემას. სანამ ფიქრობს, რომ ქვის სროლაა მთავარი პრობლემა, არც მანამდე ეშველება რამე. მაგრამ ამის გაგება, როგორც ჩანს, უკიდურესად ძნელია”, -წერს თინა ხიდაშელი. პანკისის ხეობაში მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა დღეს უნდა დაწყებულიყო. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. და­ზი­ან­და როგორც პოლიციის, ასევე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნე­ბი.

კომენტარები

კომენტარი