თამარ ხულორდავა: თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში სატატუსს აქვეყნებს და საფრანგეთში ქართველების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.
„ის, რაც ახლა მონპელიეში ხდება, არის ძალიან დამაზიანებელი მოვლენა. ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა, უნდათ, საქართველო არ იყოს აღიარებული “უსაფრთხო ქვეყნად”. ეს იცით, რას ნიშნავს? თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ.
ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, რაც ასეთი დიდი შრომის ფასი დაგვიჯდა. ასეთი შედეგი პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, თუ ჯგუფის ინტერესიც ეს არის დღეს. არავის ანაღვლებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ იქნება. თუ ეს შედეგი დადგა, ეს იქნება თითოეული მოქალაქისთვის წართმეული უფლება, კანონიერად გადაადგილდეს შენგენის სივრცეში.
უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ინტერესი, მათ შორის – ჩვენი ემიგრანტებისა, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამ საშუალება მისცა, ენახათ დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ოჯახის წევრები და ახლობლები. მიკვირს, ამ პროვოკაციაზე რომ მივდივართ და მზად ვართ, ჩვენი ხელით მოვისპოთ ეს შესაძლებლობა!“, – წერს თამარ ხულორდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები