სირიის ხელისუფლება დე-ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს
დამასკო დე-ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განვითარებას გეგმავს, რაშიც საკმაოდ დიდ პოტენციალს ხედავს. ამის შესახებ სირიის ეკონომიკისა და გარევაჭრობის მინისტრმა, სამელ ალ-ჰალილმა განაცხადა.
“ჩემი ვარაუდით, ჩვენ შევძლებთ, განვავითაროთ ურთიერთობების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური შეთანხმების ფარგლებში, რათა მოვაგვაროთ საბაჟო გაფორმების საკითხები. ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით სწორი, გზები გვეპოვა, რათა ბაზარზე გავსულიყავით.
თანამშრომლობის შესაძლებლობები ძალიან დიდია, მაგრამ დასაწყისისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები გველის. უნდა დავძლიოთ – საგადასახადო საკითხების დარეგულირების ჩათვლით, საბაჟო საკითხები და ასე შემდეგ”, – განაცხადა სირიის ეკონომიკის მინისტრმა.