წალენჯიხაში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩასა და ჯგალის თემში წყალგაყვანილობის სისტემის სრული რეაბილიტაცია ერთდროულად მიმდინარეობს.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად იცვლება მილები და შიდა კომუნიკაციები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „ლაზი“ ასრულებს. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. პროექტი მილიონნახევარი ლარის ღირებულების სამუშაოებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წყალგაყვანილობის სისტემების სრული რეაბილიტაცია მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები