ქუთაისის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ქუთაისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელზე მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ნაგავსაყრელზე გადის მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ბოძები, რომლებიც, იმ დროისთვის, როცა ნაგავსაყრელი სამართავად „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ გადაეცა, 10 მეტრ სიმაღლემდე ნაგვით იყო დაფარული.
ნაგავსაყრელის მართვის პროექტი, პირველ ყოვლისა, ამ ელექტროსადენების პერიმეტრის გასუფთავებას ითვალისწინებდა. განხორციელებული სამუშოების შედეგად, პრობლემა აღმოფხვრილია. შემოიღობა ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული; დამონტაჟდა მძიმეწონიანი მანქანის სასწორის საძირკველი; მოეწყო შიდა მიმოსვლის გზები. ამ ეტაპზე კეთდება უჯრედების ფორმირება, რომელიც გადაიფარება მიწის საიზოლიაციო ფენით. ქუთაისის ნაგავსაყრელზე, მდინარე რიონის მხრიდან, შენდება ნაპირდამცავი ბერმა, რათა ნარჩენები წყალში არ მოხვდეს. შედეგად, ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს და ადგილობრივი მცხოვრებლები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეებისგან დაცულები იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები