ზუგდიდში მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპის სამუშაოები სახურავის შეცვლას, ფასადის მოწყობას, ოთახებისა და ფოიეების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მოსწავლე–ახალგაზრდობის რეაბილიტაციის სარემონტო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 300 000 ლარით დაფინანსდა და 162 დღეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები