ოზურგეთში რეაბილიტირებული N9-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქალაქ ოზურგეთში რეაბილიტირებული N9-ე საბავშვო ბაღი გახსნა.საბავშვო ბაღი რეგონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 229 990 ლარი გამოიყო.
N9-ე საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაში წლების განმავლობაში იყო და ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევდათ ყოფნა. დღეს მათ თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული და ინვენტარით აღჭურვილი ოთახები აქვთ. საბავშვო ბაღის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კონსტანტინე შარაშენიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები