95 წლის ასაკში მუსიკოსი პიტ სიგერი გარდაიცვალა

    95 წლის ასაკში ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი პიტ სიგერი გარდაიცვალა, მან მუსიკის სფეროში მოღვაწეობა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო და დიდი როლი შეასრულა ამერიკული ფოლკლორული მუსიკის ჩამოყალიბებაში. მისი ცნობილი სიმღერა 60-იან წლებში სამოქალაქო მოძრაობების ჰიტიც კი გახდა. სიგერს აშშ-ში გმირს და ასევე ხალხის ადამიანს უწოდებდნენ, რადგან მუსიკოსი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით. იგი აქტიურად მუშაობდა ასევე გარემოს დამცველებთან და აპროტესტებდა ამერიკის ომს ვიეტნამსა და ერაყში. 2009 წელს კი სიგერი ბარაკ ობამას ინაუგურაციის ცერემონიალზეც გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები