პრობაციონერებმა არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა
ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პრობაციონერებმა და მათმა ოფიცრებმა რუსთავის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა. პრობაციის სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავის ისტორიული მუზეუმის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის დაწყებამდე, არქეოლოგებმა პრობაციონერებს გააცნეს ციხესიმაგრის თაობაზე არსებული ისტორიული ცნობები და ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი გათხრების წარმოების შესახებ.
გათხრების პროცესში ექსპედიციის მონაწილებმა აღმოაჩინეს კერამიკის ჭურჭლისა და სარკმლის მინის დეტალები და ისრის პირი. ეს ექსპონატები, პირველადი დათვალიერების მიხედვით, ჩვენი წელთაღრიცხვით XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.