სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა
სასჯელაღსრულების №5 (ქალთა) დაწესებულებაში, აზერბაიჯანში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პოეზიის საღამო გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას აზერბაიჯანში ნორვეგიის სამეფოს ელჩის მეუღლე ასტრიდ შნიტცერ-სკენსბერგი, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს პირველი მდივანი და კონსული დაესწრნენ. პოეტმა თამარ ლომიძემ მსჯავრდებულებს თავისი ლექსები წაუკითხა, საკუთარი შემოქმედება სტუმრებს მსჯავრდებულებმაც გააცნეს.
ასევე მოეწყო მათივე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს. N5 დაწესებულების ბიბლიოთეკა 2012 წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ოსლოს, დეიჩმანის სახელობის ბიბლიოთეკის ხელშეწყობით დაარსდა. ბიბლიოთეკაში განთავსებულია მედიათეკაც, წიგნების რაოდენობა კი 8000-ზე მეტია.