გია გაჩეჩილაძე: ვარ იქ, სადაც ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს

“დღეს ვარ იქ, სადაც ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს და ვიდგები იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება”,-ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.|
მისივე თქმით, მას ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუა.
„ადამიანები, რომლებიც მოდიან ამდენი ხნის განმავლობაში და ვერაფრით მივაღწიეთ, რომ სასამართლოს ჩამოგვეცილებინა, აი ეს არის მე მგონი უკანასკნელი ბრძოლა და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. მეგონა, რომ ეს ადამიანი რასაც იძახდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა, წავიდოდა სააკაშვილი ხელისუფლებიდან და ის გადავიდოდა ოპოზიციაში. მისი ოპოზიციაში ყოფნა იქნებოდა იდეალური მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეს მან არ გააკეთა. მე ივანიშვილი 20 წელია თვალით არ მინახავს. რასაც გარედან ტელევიზორში ვუყურებ, ეს განვითარებული სიტუაცია, არ მომწონს, მინდა, უკეთესი იყოს ხვალ. ეს არის „დაიცავი საქართველოს“ პირველი შეხვედრა, აგერ ვნახავთ, რა და როგორ იქნება“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. ​
მისივე თქმით, მისი ძმა პოლიტიკისგან გამიჯნულია, ამიტომ ის ამ შეკრებას არ დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები