ფილარმონიაში მოძრაობის -„დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს

ფილარმონიაში მოძრაობის – „დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრას „დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, მოძრაობის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრაზე იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც, მათ შორის: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი .|
გარდა ამისა, ფილარმონიაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა, ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა. შეხვედრას ასევე ესწრებიან გიორგი და ლევან გაჩეჩილაძეები, მომღერალი დათო ხუჯაძე, მამუკა არეშიძე და სხვა ცნობილი სახეები.
აღნიშნულ შეხვედრაზე მოძრაობის დამფუძნებლები საზოგადოებას „თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში“ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები