ზაურ დარგალი: ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი – მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, ლამაზი და განვითარებული

“მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე, როგორც ამ ოჯახის შვილი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი – მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული”,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი მარნეულში თითოეული ოჯახის წევრი გახდება.
“მადლობა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი ვართ დღეს აქ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. ეს არის ჩვენი ერთობის მესიჯი მთელი საქართველოსთვის. ჩემო მეგობრებო, მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე, როგორც ამ ოჯახის შვილი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი – მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული. ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში. ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით, ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს, ავაშენებთ უფრო ძლიერ სოფელს და ძლიერი სოფლის იდეას, ძლიერი სოფლის მიზანს, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს, ჩვენ დავიწყებთ აქედან, ჩვენ დავიწყებთ ერთად, მარნეულიდან.
იმ პროექტებს, რომლებიც წლებია ხორციელდება, ჩვენ მივუდგებით უფრო დიდი ტემპებით, უფრო ძლიერად, ერთად და ერთად დგომით, გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენის ოჯახის წევრი. ​მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ მიყვარს ჩემი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, სადაც იზრდება ჩემი ორი გოგო, 4 წლის და 2 წლის, დენიზი და ადა. თქვენს ბავშვებთან ერთად დადიან ბაღში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარტია “ქართულ ოცნებას”, რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა კაცს, რომ უშუალოდ ვიყო ჩართული ჩვენი რაიონის მშენებლობის პროცესში”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები