რატი იონათამიშვილი:ორშაბათს ჩვენ გვექნება კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რის შემდეგადაც, სავარაუდოდ, პროექტი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება

ორშაბათს ჩვენ გვექნება კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რის შემდეგადაც, სავარაუდოდ, პროექტი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

,,რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე გატანას, ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა ვენეციის კომისიასთან და გვაქვს მათგან პირობა და შესაბამისი მოლოდინი, რომ მათი პოზიცია 19 აპრილამდე იქნება ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით სხდომაზე განხილვამდე გავეცნობით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ამის გათვალისწინებით მოხდება მისი მეორე მოსმენით მიღება. კომიიის წევრების დაპირების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია,”- აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები