სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უსაფრთხოების საკითხებში კატარის ემირის მრჩეველს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფოს ემირის მრჩეველს, მოჰამედ ბინ აჰმედ ბინ აბდულლაჰ ალ-მასნადს შეხვდა.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი – ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსი – ნინო გიორგობიანი და საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩი – მუბარაკ ბინ ნასერ ალ-ხალიფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები