ლაშა ნაცვლიშვილი “ნაცმოძრაობაზე”: ისინი იყვნენ რეჟიმის მსახურები, ისინი არიან სასიკვდილო ცოდვა, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან

„ბატონი შალვა შავგულიძე კენჭს იყრის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ განაყოფთან ერთად, რომლის წევრები დღეს არიან იმ რეჟიმის იდეოლოგები“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
​მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მსახურები რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან.
„ისინი იყვნენ რეჟიმის მსახურები, ისინი არიან სასიკვდილო ცოდვა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ იმ რეჟიმის იდეოლოგები – ბოკერია და ძმანი მისნი გამოსწორდნენ იმ დონეზე, რომ მათ შეიძლება, ქვეყანა ვანდოთ. თუმცა, იმავდროულად, ბატონი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ შეუძლებელია, გამოსწორდეს რეჟიმის ერთ-ერთი ნაწილი; ანუ, იდეოლოგი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ის მოსამართლეები, რომლებიც რეჟიმს ემსახურებოდნენ – შეუძლებელია“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
​მისი თქმით, თუკი რამე ცხადყოფს შალვა შავგულიძის პოზიციის სიმრუდეს, ცხადყოფს მისი დღევანდელი პოზიცია.
​„ძალიან მარტივად უყურებს და ცდილობს ბატონი შალვა, რომ სამართლებრივი ეკვილიბრისტიკით შეგვიყვანოს იმ ლაბირინთებში, სადაც ჩვეულებრივი მსმენელისთვის ძნელი გასაგები იქნება, შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა, უნდა დაეწერა თუ არ უნდა დაეწერა“, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები