გარდაბანში დაპირისპირების განსამუხტად სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო
გარდაბნის რაიონის ცენტრში ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ინციდენტში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობისა” და „ქართული ოცნების” წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. ვითარების განმუხტვას თავდაპირველად პოლიცია ცდილობდა, მოგვიანებით კი სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია.
ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც საკუთარ სახლებში მკურნალობენ. ამ დრომდე დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება ინფორმაცია.