ბექა ნაცვლიშვილი: საქართველოს შრომის კოდექსის არსებულ რედაქციაში დასაქმებულის დეფინიცია ბუნდოვანია

პარლამენტის კომიტეტები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. დღეს პარლამენტის იურიდიულ, ადამიანის უფლებათა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილისა და პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის“ მიერ ინიცირებული ცვლილებები იხილება.

„აღნიშნული ცვლილებები სრულყოფილად ჩამოაყალიბებს დასაქმებულის დეფინიციას და მკვეთრად გამიჯნავს ერთმანეთისაგან შრომით და მომსახურების ხელშეკრულებას. საქართველოს შრომის კოდესის არსებულ რედაქციაში დასაქმებულის დეფინიცია ბუნდოვანია და თითქმის არ განსხვავდება მომსახურების/ნარდობის ურთიერთობის განმარტებისგან, რაც საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს, შრომითი ურთიერთობის მომსახურების ხელშეკრულებად შენიღბვის გზით, თავი აარიდონ შრომის კოდექსით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ხოლო დასაქმებულებს ერთმევათ საშუალება შრომითი უფლებების სრულყოფილად რეალიზებისა (მაგალითისთვის, ანაზღაურებადი შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაზრდილი ოდენობთ მიღება და სხვა).
მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, დამსაქმებლის სურვილით ხდება. სამუშაო ადგილებისა და დასაქმების პრობლემის გათვალისწინებით ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარის ამ ქმედებას ვერ ეწინააღმდეგება ბევრი დასაქმებული. შესაბამისად კანონის სრულყოფა, მომსახურების და შრომის ხელშკრულების გამიჯვნა, ამ უკანასკნელის ცნების არაორაზროვნად ჩამოყალიბება დამსაქმებლებს მოუსპობს საშუალებას, ბოროტად ისარგებლონ მშრომელთა დაქვემდებარებული მდგომარეობით“, –  აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები