კახა კუკავას პარტია და „ჰელსინკის ჯგუფი” გიორგი ანდრიაძეს მხარდაჭერას უცხადებენ

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი ანდრიაძეს კახა კუკავას პარტია „თავისუფალი საქართველო“ და „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“ მხარდაჭრას უცხადებენ.

ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს წარმადგენს და მხარდაჭერას გამოხატავს ჩემთვის ყველაზე ახლობელი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანება – „ჰელსინკის ჯგუფი“. ხვალ-ზეგ სხვა პარტიებიც გვპირდებიან მხარდაჭერას. მე არ მჭირდება ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც, შეიძლება, არიან გაცილებით უფრო ძლიერი და „სახელის მქონენი“. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ეროვნული ღირებულებების დამცველი, ამისთვის მებრძოლი პარტიები და ის მშობლიური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიცაა ჰელსინკის ჯგუფი.

ხვალ კახა კუკავას პარტია წარმადგენს. იქ სხვა პარტიებიც იქნებიან. ახლა თავს ვიკავებ დასახელებისგან. თავად მობრძანდებიან და განაცხადებენ“, – განაცხადა ანდრიაძემ.
„საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის“ გამგეობის თავმჯდომარის, მზია სულაძის თქმით, გიორგი ანდრიაძე ეროვნული ცნობიერების მატარებელი კანდიდატია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ გიორგი ანდრიაძეს. ბატონი გიორგი არის ეროვნული ცნობიერების მატარებელი ადამიანი. ღრმად გვწამს, რომ ის დაიცავს თითოეული მთაწმინდელის ინტერესებს პარლამენტში და არა მარტო მთაწმინდელების, არამედ, ზოგადად, ქართველი ხალხის ინტერესებს. მოვუწოდებთ მთაწმინდელებს, მხარი დაუჭირონ გიორგი ანდრიაძეს“, – განაცხადა მზია სულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები