ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოში ჯანსაღი პარტიების კონკურენციას მოვესწრო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუნდიდან წასულებს წარმატება უსურვა. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „პირისპირ“ სტუმრობისას განაცხადა, მისი ოცნებაა, საქართველოში ჯანსაღი პარტიების კონკურენცია იხილოს.
„ჩემი ოცნებაა ის, რომ ჯანსაღი პარტიების კონკურენციას მოვესწრო მე საქართველოში, რომ იდელოგიური ბრძოლა წავიდეს და არა ადამიანებზე დაფუძნებული, რომ დევნაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ რევანშის აღებას და კიდევ ქვეყნის ატრიალებას. მე გულწრფელად ვისურვებდი და მქონდა ამის განწყობა ოდესღაც, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომ მემარცხენე პარტიას მოეკრიბა ძალა საზოგადოებაში, თუმცა ეს რთულია“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები